სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაიაზრებენ ლოკალური გარემოს ეკოპრობლემას,ჩაატარებენ კვლევებს,მიმართავენ შესაბამის კადრებს,გააცნობიერებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს,აღრიცხავენ და გაანალიზებენ შედეგებს.ზგემი-ის მოთხოვნები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ცალსახად მოიაზრებს მოსწავლის დამოკიდებულებებს ცოცხალი გარემოს და ზოგადად ჯანსაღი წესის მიმართ. ამდენად,ეს პროექტიც მიმართულია სწორედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ.
პროექტის მიზანი: გამოკვლეულ იქნას ლისის ტბის დამაბინძურებლების შტამები.
ესგ:სტანდარტი XI
ინდიკატორები:
შეფასების კომპონენტები:პრეზენტაცია,მოდელირება.
კრიტერიუმები
- პრობლემის გადაჭრის გზების კომპეტენცია
- ინფორმაციის ანალიზი
- ორგანიზება
- ტერმინოლოგიის ფლობა
- მოდელირება
- ისტ-ის გამოყენება
- კომუნიკაცია
წინასწარი ცოდნა:მოსწავლეებმა იციან ეკოსისტემის მახასიათებლების თვისებები,ლოკალური გარემოს პრობლემების სიმძაფრე,ფლობენ კვლევის უნარ-ჩვევებს,მონაცემთა ინტერპრეტაციის,თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზის უნარს,მოტივაციისათვის შერჩეულია ნაცნობი გარემო.
საჭირო რესურსები:თბილისის რუკა,სახელმძღვანელოები ისტორიულ ჭრილში,ლაბორატორიული მონაცემები,საზოგადოებისა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ინტერვიუები,მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელთა დასკვნები,გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგები.შესაბამისი აუდიო მასალა თან დაერთვის პროექტს.
შეიძლება ვიდეო მასალის წარმოდგენაც.
მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას,დამუშავებასა და ორგანიზებას.ჩემი როლი იქნება,როგორც ფასილიტატორისა და მიმართულების მიმცემის.ზემდგომ ინსტანციებზე მოსწავლეები გავლენ ჩემი და დირექციის დახმარებით.
ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები:
- კითხვარის შერჩევა-მომზადება ინტერვიუებისათვის(a b c ვერსიები)
- პროექტის გეგმის შედგენა
- ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება
- აქტივობების განხორციელება
- ლაბორატორიული კვლევების შედეგების აღრიცხვა-ანალიზი
- პრეზენტაცია
- პროექტის შემაჯამებელი შეფასება
- მოსწავლეთა საანგარიშო მოხსენება
საპროექტო ჯგუფი:XI კლასი. საშუალო საფეხური.
დრო-3 თვე.
No comments:
Post a Comment